მარნეულიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სამივე ტესტის პასუხი უარყოფითია
მარნეულიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სამივე ტესტის პასუხი უარყოფითია. ექიმების ინფორმაციით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, საეჭვო სიმპტომების მქონე ახალი პაციენტი ამ დრომდე კლინიკაში არ შესულა, შესაბამისად დღეს დილით ბიოლოგიური მასალა არავისთვის აუღიათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 32-ე დღეა მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“ ჯამში 15 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან შვიდი გამოჯანმრთელებულია, რვა პაციენტი კი, მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს.