მარნეულიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ოთხი ტესტის პასუხი უარყოფითია
მარნეულიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ოთხი ტესტის პასუხი უარყოფითია.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ განუცხადეს.
კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მქონე ოთხი პაციენტი გუშინ შეიყვანეს, რომლებსაც ნიმუშები გუშინ დღის განმავლობაში აუღეს. არცერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.