მარნეული-თელეთის გზაზე სატვირთო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა
მარნეული-თელეთის გზაზე სატვირთო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა

მარნეული-თელეთის გზის მონაკვეთზე სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ავარიის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მცირე ხნით საცობი შეიქმნა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.