მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, თერთმეტი კი დაშავდა
მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, თერთმეტი კი დაშავდა

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 11 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სადახლოს გზაზე ერთი მსუბუქი ავტომობილი და ორი მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, დაიღუპა მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი ცოლ-ქმარი. დაშავებულები კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ არიან გადაყვანილები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევა) დაიწყო.

დატოვე კომენტარი