მარნეულში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნისას მოქალაქეთა ნაწილმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვია
მარნეულში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნისას მოქალაქეთა ნაწილმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვია

მარნეულში ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.

ამ წუთებში მოსახლეობა მარნეულის გამგეობის წინ არის შეკრებილი და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ადგილზე იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერები.

გადაკეტილია გზის ცენტრალური ნაწილი. ადგილობრივებმა სიმბოლურად კოცონიც დაანთეს.

როგორც ამბობენ, რომ მათ ხელისუფლებას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

დატოვე კომენტარი