„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი მარკუს როხო, რომელიც იჯარის წესით „ესტუდიანტესში“ თამაშობს, როგორც ჩანს, ისევ ინგლისში დაბრუნდება. არგენტინული კლუბის მთავარი მწვრთნელი ლეანდრო დესაბატო ამბობს, რომ ყველაფერი სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება.
„არ უნდა ვიჩქაროთ, თუმცა როხო, როგორც ჩანს, ინგლისში დაბრუნდება. იჯარის ვადა იწურება და თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მას არ გააგრძელებს, ჩვენთვის ეს სავსებით გასაგები იქნება“, – მოჰყავს დესაბატოს სიტყვები ბრიტანულ „დეილი მეილს“.
ბრიტანული მედიასაშუალებების ცნობით, მანჩესტერელები აპირებენ, რომ როხო განახლებული პრემიერლიგის მატჩებში ათამაშონ.