მარკოიშვილის „მონაკოსთან“ შეხვედრაში შენგელიამ 17 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში მეოთხე მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. ბოლონიელები „მონაკოს“ ესტუმრნენ და 85:101 დამარცხდნენ.
მონაკოელების მეორე მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილია, რომლის გუნდისთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება იყო.
რაც შეეხება შენგელიას, ის თავის გუნდში საუკეთესო იყო: 29 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25 შეადგინა.
20 ქულით მატჩის ბომბარდირი ელი ოკობო გახდა.
„ვირტუსი“ ევროლიგაზე მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს სტუმრად „პარტიზანთან“ გამართავს.