მარკო ვან ბასტენი - ვან დე ბეეკი „მანჩესტერ იუნაიტედში“ არ უნდა გადასულიყო
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა გააკრიტიკა დონი ვან დე ბეეკის გადაწყვეტილება „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შესახებ.
„ვიცი, რომ ის გაცილებით მეტ თანხას გამოიმუშავებს, ვიდრე წინა კლუბში. მაგრამ, როგორც მოთამაშე, კრიტიკული უნდა იყო და საკუთარი შანსები რეალურად შეაფასო, როცა ახალ კლუბთან აფორმებ კონტრაქტს.
დონი არ უნდა გადასულიყო „მანჩესტერ იუნაიტედში“. თუ კარგი მოთამაშე ხართ, ყოველ კვირას გინდათ თამაში. ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც ის არის, მართლაც ძალიან ცუდია სეზონის დასაწყისიდან მხოლოდ ექვსი-შვიდი მატჩის თამაში. ის უნდა დალოდებოდა უკეთეს პერსპექტივებს“, – თქვა ვან ბასტენმა.
ამ ზაფხულს ვან დე ბეეკმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“. ამ მომენტისთვის, ნიდერლანდელს პრემიერლიგაში მხოლოდ 61 წუთი აქვს ნათამაშები.