მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

20:24, 30.03.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ტომი პიგოტის განცხადებაში.

მსგავსი