მარკო რუბიოს განცხადებით, ირანი „ყოველ ღამეს უფრო მეტს გადაიხდის“, ვიდრე მოლაპარაკებებს არ დათანხმდება, თეირანში კი აცხადებენ, რომ გააგრძელებენ საპასუხო დარტყმებს

17:14, 23.07.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანი „ყოველ ღამეს უფრო მეტს გადაიხდის“, ვიდრე მოლაპარაკებებს არ დათანხმდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. 

რუბიოს თქმით, აშშ ირანზე დარტყმებს გააგრძელებს იქამდე, ვიდრე თეირანი არ გამოავლენს გულწრფელ ინტერესს სამშვიდობო შეთანხმებისადმი.

ამასთან, რუბიოს განცხადებით, ირანი ყოველდღე ითხოვს შეთანხმებას.

„პრობლემა ისაა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი რაიმე შეთანხმებას თანხმდება, შემდეგ ან არღვევს ამ შეთანხმებას, ან მისი შეცვლა სურს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

როგორც რუბიომ აღნიშნა, საფასური, რომელსაც ირანი იხდის გახანგრძლივებული ომისთვის, ყოველ ღამესთან ერთად გაიზრდება, ვიდრე თეირანი შეთანხმების სურვილს არ გამოავლენს.

თავის მხრივ, თეირანში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ საპასუხო დარტყმებს, ვიდრე აშშ აგრძელებს იერიშებს მათ ინფრასტრუქტურასა და სანაპიროზე მდებარე ობიექტებზე.

მსგავსი