მარკო რუბიომ სენატში თავისი ყოფილი თანამშრომელი ბრენდან ჰენრაჰანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბიუროს უფროს წარმომადგენლად დანიშნა
მარკო რუბიომ სენატში თავისი ყოფილი თანამშრომელი ბრენდან ჰენრაჰანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბიუროს უფროს წარმომადგენლად დანიშნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატში თავისი ყოფილი თანამშრომელი, ყოფილი ბიზნესკონსულტანტი ბრენდან ჰენრაჰანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბიუროს უფროს წარმომადგენლად დანიშნა. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ჰენრაჰანის დანიშვნის შესახებ თანამშრომლებს წერილობით აცნობა ლუის ბონომ, რომელიც იანვარში, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროს წარმომადგენლად დაინიშნა.

უცნობია, აქვს თუ არა ჰენრაჰანს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. ის ამერიკულ კომპანია Bain Capital-ში ინვესტორად მუშაობდა. ის, ასევე, მუშაობდა პოლიტიკის მრჩევლად აშშ-ის სენატის მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის კომიტეტში მაშინდელი სენატორის მარკო რუბიოს ხელმძღვანელობის ქვეშ.