მარკო რუბიომ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას შენიღბული ტირანია უწოდა – ეს დემოკრატია არ არის, გერმანიამ კურსი უნდა შეცვალოს
ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გამო გერმანიას მკაცრად აკრიტიკებს. ამის შესახებ რუბიომ მიკრობლოგ „იქსზე“ დაწერა.
„გერმანიამ ახლახან თავის სადაზვერვო სააგენტოს ოპოზიციის თვალთვალის ახალი უფლებამოსილებები მისცა. ეს დემოკრატია არ არის – ეს შენიღბული ტირანიაა. სინამდვილეში, ექსტრემისტული პოპულარული AfD („ალტერნატივა გერმანიისთვის“) კი არაა, რომელმაც ბოლო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, არამედ ისტებლიშმენტის მომაკვდინებელი ღია საზღვრის საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელსაც AfD ეწინააღმდეგება. გერმანიამ კურსი უნდა შეცვალოს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.
Germany just gave its spy agency new powers to surveil the opposition. That’s not democracy—it’s tyranny in disguise.
What is truly extremist is not the popular AfD—which took second in the recent election—but rather the establishment’s deadly open border immigration policies…
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) May 2, 2025