მარკო რუბიო – ვფიქრობ, არავის უთქვამს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ, თუკი ისინი თავდასხმას არ განახორციელებენ
ვფიქრობ, არავის უთქვამს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ, თუკი ისინი თავდასხმას არ განახორციელებენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვა შეეხებოდა იმას, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაშ რუსული დრონები და თვითმფრინავები ჯერ – პოლონეთის, შემდეგ კი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ, მას შემდეგ კი აშშ-ი ევროპელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ თუ ეს განმეორდება, რუსულ დრონებს ჩამოაგდებენ. კითხვაზე, ეს თუ მოხდება, მზად არის თუ არა აშშ, მონაწილეობა მიიღოს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ ნატო არ ჩამოაგდებს რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში, თუ ისინი არ განახორციელებენ თავდასხმას.
„ვფიქრობ, არავის უთქვამს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ, თუკი ისინი თავდასხმას არ განახორციელებენ. ვფიქრობ, რასაც ხედავთ, არის ნატო-ს რეაგირება ამ შეჭრებზე ისე, როგორც ჩვენ ყოველთვის ვრეაგირებთ: როდესაც ისინი თქვენს საჰაერო სივრცეში ან თქვენს თავდაცვის ზონაში შემოდიან, თქვენ მიდიხართ და აჩერებთ მათ. ეს არის ის, რაც ნატო-მ გააკეთა და ეს არის ის, რის გაკეთებასაც ნატო გააგრძელებს. აშშ არის ნატო-ს პარტნიორი, ნატო-ს წევრი, მნიშვნელოვანი წევრი – ნატო-ს ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი. ვფიქრობ, გუშინ გაერო-ში ჩვენმა ახალმა ელჩმა, მაიკ უოლცმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ – ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დასაცავად. ეს ვალდებულება ურყევია“, – განაცხადა რუბიომ.