მარკო რუბიო ვაშინგტონში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

21:46, 29.05.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვაშინგტონში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ისჰაკ დარის შეხვდა.

სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რუბიომ პაკისტანს მადლობა გადაუხადა „კონსტრუქციული როლისთვის, რომელსაც ქვეყანა ირანთან შუამავლობის პროცესში და ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ხედვის რეალიზებაში ასრულებს“.

ამასთან, როგორც პაკისტანის საგარეო უწყებაში განმარტეს, შეხვედრაზე მარკო რუბიომ ქვეყნის დიპლომატიურ ძალისხმევას გაუსვა ხაზი.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სიტუაციურ ოთახში ოფიციალურ პირებთან შეხვედრას გამართავს.

ცნობისთვის, პაკისტანი ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-სა და ირანს შორის მთავარი შუამავლის როლს ასრულებს.

მსგავსი