მარკო რუბიო უნგრეთში ჩავიდა
სლოვაკეთში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უნგრეთში ჩავიდა.
მარკო რუბიო ბუდაპეშტში კვირას საღამოს ჩაფრინდა, დღეს კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდება.
ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბუდაპეშტის აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: „სახელმწიფო მდივანო, კეთილი იყოს თქვენი ბუდაპეშტში ჩამობრძანება“.
ამასთან, ბუდაპეშტში აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კეროლაინ სევაჯი რუბიოს ვიზიტს აშშ-სა და უნგრეთს შორის ურთიერთობებისთვის „ისტორიულს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მხარეები ენერგეტიკულ და ეკონომიკურ თანამშრომლობას განიხილავენ.
🇭🇺🇺🇸 Welcome to Budapest, Secretary of State! @marcorubio pic.twitter.com/4kWwnG1DGd
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) February 15, 2026