მარკო რუბიო – უკრაინაში ომის დასასრულებლად ვამუშავებთ პოტენციური იდეების ჩამონათვალს, ორივე მხარეს მოუწევს რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებზე წასვლა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ შეიმუშავებს პოტენციური იდეების ჩამონათვალს, რომლებიც დაფუძნებული იქნება კონფლიქტის ორივე მხარის წინადადებებზე.
როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ორივე მხარეს მოუწევს რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებზე წასვლა.
„უკრაინაში მიმდინარე რთული და სასიკვდილო ომის დასრულება სერიოზული და რეალისტური იდეების ფართო გაცვლას მოითხოვს. მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ორივე მხარე რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებს უნდა დათანხმდეს. ამიტომაც ვამუშავებთ და განვაგრძობთ პოტენციური იდეების ჩამონათვალის შემუშავებას ამ ომის დასასრულებლად, რაც დაფუძნებული იქნება ამ კონფლიქტის ორივე მხარის წინადადებებზე“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
Ending a complex and deadly war such as the one in Ukraine requires an extensive exchange of serious and realistic ideas. And achieving a durable peace will require both sides to agree to difficult but necessary concessions. That is why we are and will continue to develop a list…
— Marco Rubio (@marcorubio) November 20, 2025