მარკო რუბიო - ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არ დავუშვებთ, ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელის მსგავსი ქვეყანა, ეს უბრალოდ არ მოხდება
მარკო რუბიო - ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არ დავუშვებთ, ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელის მსგავსი ქვეყანა, ეს უბრალოდ არ მოხდება

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი „ჰეზბოლასთვის“, ირანისთვის და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს უბრალოდ არ მოხდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა აშშ-ის მიერ ვენესუელის ოკუპაციის გეგმა, რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ყოველთვის აქვს არჩევანის უფლება ნებისმიერ, ყველა საკითხთან დაკავშირებით და ის ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ ნიკოლას მადუროს რეჟიმი მთლიანად ნავთობით ვაჭრობაზე იყო დამოკიდებული, თუმცა მისგან მოსახლეობა სარგებელს ვერ ნახულობდა.

„იმ ყველაფრის გასაღები, რასაც ეს რეჟიმი ეყრდნობოდა, ნავთობით მომარაგებული ეკონომიკა იყო. თუმცა ნავთობიდან მიღებული ფული ხალხს არ ხმარდებოდა, მას მთლიანად ზევით მყოფი ხალხი იპარავდა“, – განაცხადა რუბიომ.

რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში ვენესუელა იყო ქვეყანა, რომელიც ირანთან და „ჰეზბოლასთან“ იყო დაახლოებული და თანამშრომლობდა ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდებთან, ამასთან, ის დაჯგუფებებს ნარკოტიკებით დატვირთული ნავების მათი ტერიტორიიდან გადაადგილების საშუალებას აძლევდა.