მარკო რუბიო - სალვადორის პრეზიდენტმა აშშ-ს შესთავაზა, თავის ციხეებში განათავსოს საშიში ამერიკელი კრიმინალები და მიიღოს ნებისმიერი ეროვნების დეპორტირებულები
მარკო რუბიო - სალვადორის პრეზიდენტმა აშშ-ს შესთავაზა, თავის ციხეებში განათავსოს საშიში ამერიკელი კრიმინალები და მიიღოს ნებისმიერი ეროვნების დეპორტირებულები

სალვადორის პრეზიდენტმა აშშ-ს შესთავაზა, თავის ციხეებში განათავსოს საშიში ამერიკელი კრიმინალები და მიიღოს ნებისმიერი ეროვნების დეპორტირებულები, –  ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სალვადორის პრეზიდენტის, ნაიბ ბუკელეს შეთავაზებას „არაჩვეულებრივი მეგობრობის აქტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება მოიცავს ნებისმიერი ეროვნების ნებისმიერი კრიმინალის დეპორტაციას, მათ შორის საერთაშორისო კრიმინალური ბანდების, MS-13 ან Tren de Aragua-ს წევრების, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაასახელა, როგორც უცხოური ტერორისტული ორგანიზაციები.

„არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია ისეთი მეგობრული შეთავაზება, როგორიცაა ეს“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

თავის მხრივ, სალვადორის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზად არის, მიიღოს მხოლოდ მსჯავრდებული კრიმინალები საფასურის სანაცვლოდ, თუმცა საფასური შედარებით დაბალი იქნება აშშ-ისთვის.