მარკო რუბიო რადოსლავ სიკორსკის შეხვდა
მარკო რუბიო რადოსლავ სიკორსკის შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვაშინგტონში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის შეხვდა.

რუბიოს თქმით, შეხვედრის დროს რუსეთ-უკრაინის ომი და ნატო-ს მოკავშირეების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის საჭიროება განიხილეს.

„შევხვდი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის. ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება, აშშ-პოლონეთის ურთიერთობამ უკეთესი სარგებელი მოუტანოს როგორც ამერიკელ, ასევე პოლონელ ხალხს. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომი და ნატო-ს ყველა მოკავშირის აუცილებლობა, დაუყოვნებლად გაზარდონ თავდაცვითი ინვესტიციები“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.

ამასთან, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის მიერ სიკორსკისთვის დასმულ შეკითხვაზე, ესმის თუ არა ვაშინგტონის მოლაპარაკებების ტაქტიკა უკრაინასთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, „დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აშშ გრძელვადიანი მშვიდობის ერთგულია“.