მარკო რუბიო – პუტინმა ჩაიდინა საშინელება, მაგრამ არ იყო გულწრფელობა, როდესაც ხალხს რაღაცნაირად დავაჯერეთ, თითქოს უკრაინას შეეძლო არა მხოლოდ რუსეთის დამარცხება, არამედ მისი განადგურება

12:28, 31.01.2025
WASHINGTON, DC - JANUARY 15: U.S. President-elect Donald Trump’s nominee for Secretary of State, Sen. Marco Rubio (R-FL) testifies during his Senate Foreign Relations confirmation hearing at Dirksen Senate Office Building on January 15, 2025 in Washington, DC. Rubio, a three-term Senator and a member of the Foreign Relations Committee, has broad bipartisan support from his Senate colleagues but is expected to face questions over Trump’s plans for Greenland, U.S. relations with Russia and the safe return of Hamas-held hostages. (Photo by Kevin Dietsch/Getty Images)

ვლადიმერ პუტინმა ჩაიდინა საშინელება, მაგრამ არ იყო გულწრფელობა, როდესაც ხალხს რაღაცნაირად  დავაჯერეთ, თითქოს უკრაინას შეეძლო არა მხოლოდ რუსეთის დამარცხება, არამედ მისი განადგურება, 2014 წლამდე არსებული ტერიტორიების დაბრუნება, ჩვენ დავაფინანსეთ ეს ჩიხური მდგომარეობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ადამიანების ტანჯვა გრძელდება, ქვეყანამ ასი წლით უკან დაიხია, ენერგოწარმოება განადგურდა, ვინმემ ამ რეკონსტრუქციის თანხები უნდა გადაიხადოს. ბევრმა უკრაინელმა ქვეყანა დატოვა, ისინი ახლა სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, შეიძლება არც დაბრუნდნენ, ეს არ არის მომავალი და ამაშია საფრთხე.

„პრეზიდენტის ტრამპის შეხედულებაა, რომ ეს არის გაჭიანურებული კონფლიქტი და უნდა დასრულდეს, დასრულდეს მოლაპარაკებით. ამ მოლაპარაკებების დროს ორივე მხარეს მოუწევს დათმობებზე წასვლა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რთული დიპლომატიური სამუშაო იქნება, რაც ჩვენ მანამდეც გაგვიკეთებია. ჩვენ რეალისტები ვართ, მაგრამ მოლაპარაკების დროს ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. ამას დრო სჭირდება, მაგრამ, სულ მცირე, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ხვდება, რა არის მიზანი – მიზანი არის ამ კონფლიქტის მოგვარება და ის უნდა დამთავრდეს მყარად, რადგან ომი არცერთ მხარეს არ აწყობს. რუსეთიც დიდ საფასურს იხდის თავისი ეკონომიკით, ინფლაციაა. ჩემი აზრით, დემოკრატების ნაწილი ახლა უკვე აცნობიერებს, რომ რასაც ვაფინანსებდით, იყო გაჭიანურებული კონფლიქტი და შეიძლება უარესიც. გამოუვალი მდგომარეობაა, რომელშიც უკრაინა უფრო და უფრო მეტ ტერიტორიებს კარგავს. ასე რომ, ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

მსგავსი