მარკო რუბიო - პრობლემა, რომელსაც უკრაინა ეჩეხება, ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ არის ის, რომ უკრაინელები ეწურებათ
მარკო რუბიო - პრობლემა, რომელსაც უკრაინა ეჩეხება, ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ არის ის, რომ უკრაინელები ეწურებათ

პრობლემა, რომელსაც უკრაინა ეჩეხება, ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ არის ის, რომ უკრაინელები ეწურებათ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

„ის, რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა, მიუღებელია. ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა, რომ გვინდა ამ ომის დასრულება“, – აღნიშნა რუბიომ.

როგორც მან აღნიშნა, მას სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინას აქვს ბერკეტები მოლაპარაკებებში, მაგრამ უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევთ დათმობაზე წასვლა ერთმანეთთან.