მარკო რუბიო – პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალ გააქტიურებას ძალადობრივი მემარცხენე ექსტრემიზმის მზარდი ტალღა იწვევს, ერთად უნდა დავამარცხოთ ამ ძველი ბოროტების ახალი ტალღა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვაშინგტონში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად განიხილა ანტიტერორისტული არქიტექტურა, რათა მემარცხენე ექსტრემიზმის ახალი ტალღა ერთობლივად დააამარცხონ.
„დღეს მე მსოფლიოს ლიდერები შევკრიბე მინისტერიალის შეხვედრაზე პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ, რასაც ძალადობრივი მემარცხენე ექსტრემიზმის მზარდი ტალღა იწვევს. ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ანტიტერორისტული არქიტექტურა, რათა დავამარცხოთ ამ ძველი ბოროტების ახალი ტალღა“, – წერს რუბიო.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით მინისტერიალი „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“, რომელსაც ვაშინგტონში 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ესწრება. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც, რომელიც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
Today, I convened leaders from around the world for a ministerial meeting on the resurgence of political terrorism—driven by a rising tide of violent left-wing extremism. Together, we must rebuild our counterterrorism architecture to defeat the new wave of this old evil. pic.twitter.com/SfIMKk84hs
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) July 16, 2026