მარკო რუბიო ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე დასასწრებად ანტალიაში ჩავიდა
მარკო რუბიო ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე დასასწრებად ანტალიაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

რუბიო ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება, რომელიც 14-16 მაისს გაიმართება და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას განიხილავს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ის და რუბიო პარასკევს, 16 მაისს სტამბოლში გაემგზავრებიან რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის.

გაურკვეველია, დაესწრება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაგეგმილ მოლაპარაკებებს.