მარკო რუბიო - მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ირანში მისია შესრულდება
მარკო რუბიო - მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ირანში მისია შესრულდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ირანში მისია შესრულდება.

მარკო რუბიოს თქმით, აშშ ჩართულია მისიაში, რომლის სამიზნეც „მსოფლიოში ყველაზე დიდი მძევლების ამყვანი, ტერორიზმის წამყვანი სპონსორი – ირანის რეჟიმია“.

ამასთან, მისივე განმარტებით, აშშ-ის მისიის მიზნები ნათელია და ის მოიცავს „ირანის რეჟიმის რაკეტების გაშვების უნარისა და ამ რაკეტების მწარმოებელი ქარხნების, ასევე მათი საზღვაო ფლოტის განადგურებას“.

„ჩვენ მიზნის მიღწევის გზაზე ვართ. ირანის ამ რეჟიმს ყოველდღიურად ნაკლები რაკეტა და ნაკლები გამშვები მოწყობილობა აქვს, მათი ქარხნები ნაკლებად მუშაობენ და მათი საზღვაო ფლოტი ნადგურდება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

მარკო რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ირანის „ტერორისტული რეჟიმი მსოფლიოს მძევლად აყვანას ცდილობს“.

„ისინი ცდილობენ, მსოფლიო მძევლად აიყვანონ. ისინი თავს ესხმიან საკუთარ მეზობლებს. თავს ესხმიან მეზობელ ქვეყნებს, მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მშვიდობიან მოსახლეობას, თავს ესხმიან საელჩოებს. ეს არის ტერორისტული რეჟიმი“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.