მარკო რუბიო – მარკ რუტესთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ ალიანსმა უნდა აიღოს ვალდებულება, სწრაფად გაზარდოს თავდაცვის წარმოება, უფრო ძლიერი ევროპა ნიშნავს უფრო ძლიერ ნატო-ს
შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.
რუბიოს განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან საუბარში აღნიშნა, რომ მოახლოებულ სამიტზე, ანკარაში ალიანსმა თავდაცვის წარმოების სწრაფად გაზრდის ვალდებულება უნდა აიღოს. გარდა ამისა, მარკო რუბიოს თქმით, აშშ მოითხოვს, მოკავშირეებმა უფრო აქტიურად ითანამშრომლონ თავდაცვის სამრეწველო ბაზის გაფართოებასა და თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით.
„უფრო ძლიერი ევროპა ნიშნავს უფრო ძლიერ ნატო-ს“, – აღნიშნა რუბიომ.
In my meeting with @SecGenNATO I underscored that the Alliance must unambiguously commit at the upcoming Ankara Summit to rapidly scale defense production, expand our transatlantic defense industrial base, and turn spending commitments into real warfighting capabilities. A… pic.twitter.com/5ijDgpGbNy
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) May 22, 2026