მარკო რუბიო – მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის შეხვედრას ეხმაურება.
„მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკის მხარდაჭერისთვის. ამის გამბედაობა აქამდე არცერთ პრეზიდენტს არ ჰქონია. მადლობა ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებისთვის. ამერიკა თქვენს გვერდიგვერდაა“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მწვავე დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
Thank you @POTUS for standing up for America in a way that no President has ever had the courage to do before. Thank you for putting America First. America is with you!
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) February 28, 2025