მარკო რუბიო - ისრაელსა და სირიას შორის რამდენიმე საათში დეესკალაციისკენ პროგრესი იქნება მიღწეული
მარკო რუბიო - ისრაელსა და სირიას შორის რამდენიმე საათში დეესკალაციისკენ პროგრესი იქნება მიღწეული

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ისრაელსა და სირიას შორის რამდენიმე საათში დეესკალაციისკენ პროგრესი იქნება მიღწეული. ამის შესახებ რუბიომ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტისა და ბაჰრეინის ტახტის მემკვიდრის, სალმან ბინ ჰამად ალ ხალიფას შეხვედრის დროს  ჟურნალისტებს განუცხადა.

რუბიოს თქმით, ვითარება სირიაში რთულია, თუმცა ეს უფრო, როგორც გაურკვევლობა, ისე ჩანს.

„ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვკონტაქტობდით ორივე მხარესთან და გვჯერა, რომ რეალური დეესკალაციის გზაზე ვართ. შემდეგ, იმედია, დავუბრუნდებით სირიის აღდგენის გზას, დავეხმარებით მათ სახელმწიფოს აშენებაში და ახლო აღმოსავლეთში ბევრად უფრო სტაბილური სიტუაციის მიღწევაში. ასე რომ, მომდევნო რამდენიმე საათში ვიმედოვნებთ, ვიხილავთ რეალურ პროგრესს, რაც დაასრულებს იმას, რასაც, ბოლო რამდენიმე საათია, ვხედავთ“, – განაცხადა რუბიომ.