მარკო რუბიო - დიდი ხანია, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის დიდ ნაწილში შიდა პოლიტიკა მიმართულია ისრაელის საწინააღმდეგოდ, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება სიმბოლურია, ისინი ამას შიდა პოლიტიკის გამო აკეთებენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, დასავლური ქვეყნები, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ, ამას ძირითადად შიდა პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე აკეთებენ.
„ეს სიმბოლურია და ისინი ამას ერთი მიზეზით აკეთებენ – შიდა პოლიტიკის გამო. დიდი ხანია, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ევროპის დიდ ნაწილსა და ირლანდიაში შიდა პოლიტიკა ისრაელის საწინააღმდეგოდ არის მიმართული და ისინი დიდ შიდა ზეწოლას განიცდიან, რომ რამე გააკეთონ“, – განაცხადა რუბიომ.
მარკო რუბიოს თქმით, რეგიონის მომავალი არ გადაწყდება გაერო-ს რეზოლუციებითა და ლიდერების განცხადებებით, არამედ მაშინ, როდესაც პალესტინის ტერიტორიების მმართველები ტერორისტული ორგანიზაციები აღარ იქნებიან.