მარკო რუბიო – დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა შეერთებული შტატების მრავალმილიარდიანი დახმარება, ამ საკითხზე თავდაცვით პოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებთ

10:31, 21.10.2026

ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაწეული მხარდაჭერა, დღეს უკრაინა აღარ იარსებებდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი ამ საკითხზე თავდაცვით პოზიციაში ყოფნას აღარ აპირებს. მისივე აზრით, უკრაინელი სამხედროები გაცილებით დიდ მოწინააღმდეგეს მამაცურად ებრძოდნენ.

„ბოდიში, მაგრამ ამ საკითხზე თავდაცვით პოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებთ. შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაწეული მხარდაჭერა, დღეს უკრაინა აღარ იარსებებდა. უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდა. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელი მებრძოლების სიმამაცე არ უნდა აღვნიშნოთ. ისინი საკუთარი ქვეყნისთვის მართლაც დიდი სიმამაცით იბრძოდნენ და ამერიკული დახმარებით გამორჩეულ შედეგებს მიაღწიეს, როდესაც გაცილებით დიდ ქვეყანას დაუპირისპირდნენ. თუმცა, ნათლად უნდა ითქვას: დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა შეერთებული შტატების მიერ მისთვის გაწეული მრავალმილიარდიანი დახმარება, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც გრძელდება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

მსგავსი