მარკო რუბიო – ჩავრთეთ ყველა მხარე, რომელიც ჩართულია სირიაში შეტაკებებში, შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და საშინელ ვითარებას ამაღამ დაასრულებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ მხარეებთან კონრეტულ ვითარებაზე შეთანხმდნენ, რაც სირიაში სიტუაციის დეესკალაციას გამოიწვევს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩვენ ჩავრთეთ ყველა მხარე, რომელიც ჩართულია სირიაში შეტაკებებში. ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და საშინელ სიტუაციას ამაღამ დაასრულებს. ეს მოითხოვს ყველა მხარისგან მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ სრულად ველოდებით მათგან“, – წერს რუბიო.
We have engaged all the parties involved in the clashes in Syria. We have agreed on specific steps that will bring this troubling and horrifying situation to an end tonight. This will require all parties to deliver on the commitments they have made and this is what we fully…
— Marco Rubio (@marcorubio) July 16, 2025