მარკო რუბიო – აშშ-სა და რუსეთს შორის ალასკაზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა
აშშ-სა და რუსეთს შორის ალასკაზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, წინადადება ალასკაზე გაკეთდა, მაგრამ შეთანხმებად არასოდეს ქცეულა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმება რომ ყოფილიყო, ომი უკვე დასრულებული იქნებოდა.
„რუსეთს სურს, რომ დონბასის მთელი ტერიტორია გადაეცეს, გარდა სხვა საკითხებისა, რომლებიც მათ დააყენეს, თუმცა შეთანხმება არასოდეს ყოფილა. შეთანხმება რომ ყოფილიყო, ომი უკვე დასრულებული იქნებოდა“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
როგორც რუბიომ აღნიშნა, შეერთებული შტატები კვლავ მზად არის, კონსტრუქციული როლი შეასრულოს უკრაინაში ომის დასრულების პროცესში.
ცნობისთვის, 24 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ ერთგული რჩება იმ შეთანხმებებისა და ურთიერთგაგებისა, რომლებიც მიღწეული იყო ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპს შორის 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს.
„ჩვენ ვინარჩუნებთ ამ შეთანხმებებისადმი ერთგულებას. მათი ავტორი, ფაქტობრივად, ამერიკული მხარე იყო, ხოლო პრეზიდენტმა პუტინმა მხოლოდ თანხმობა განაცხადა ჩვენთვის შეთავაზებულ წინადადებებზე მას შემდეგ, რაც ისინი საფუძვლიანად შეისწავლა“, – განაცხადა ლავროვმა.