მარკო რუბიო – აშშ მიესალმება ევროპის „სამეულის“ გადაწყვეტილებას ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღდგენის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით
აშშ მიესალმება ევროპის „სამეულის“ გადაწყვეტილებას ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღდგენის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო წერს.
„საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა დაიწყეს ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღდგენის პროცესი. სანქციების აღდგენა ირანის მიერ ბირთვული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე პირდაპირი პასუხია. აშშ მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას და მოუწოდებს ირანს, ჩაერთოს სერიოზულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ბირთვული საკითხის მოსაგვარებლად“, – წერს რუბიო.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღსადგენად 30-დღიანი პროცესი დაიწყეს.
The E3 – France, Germany, and the United Kingdom – initiated a process to reimpose UN sanctions on Iran. Snapback sanctions are a direct response to Iran’s continuing defiance of its nuclear commitments. The United States supports the E3’s decision and urges Iran to engage in…
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) August 28, 2025