დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღსადგენად 30-დღიანი პროცესი დაიწყეს
დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღსადგენად 30-დღიანი პროცესი დაიწყეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება დიპლომატიის დასასრულს არ ნიშნავს.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა კი აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ირანის ოფიციალურმა პირებმა ევროპის „სამეული“ დიპლომატიისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულეს და პირობა დადეს, რომ თეირანი ზეწოლას არ დაემორჩილება. მათივე თქმით, ეს გადაწყვეტილება უკანონო და სამწუხაროა.