მარკო რუბიო – აშშ აგრძელებს პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა წაახალისოს რუსეთი, გაჰყვეს დიპლომატიას და პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს უკრაინასთან ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად
შევხვდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას და „დიდი შვიდეულიდან“ ჩემს კოლეგებს, რათა უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და ამ სისხლიანი კონფლიქტის დასრულების გზები განგვეხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ავრცელებს.
მისი თქმით, აშშ რუსეთის დიპლომატიისკენ დასაბრუნებლად პარტნიორებთან თანამშრომლობას აგრძელებს.
„შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა წაახალისოს რუსეთი, გაჰყვეს დიპლომატიას და პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს უკრაინასთან მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს მარკო რუბიო სოციალურ ქსელ X-ზე.
Met with Ukrainian Foreign Minister @andrii_sybiha and my @G7 counterparts to discuss ways to strengthen Ukraine’s defense and find an end to this bloody conflict.
The United States remains steadfast in working with our partners to encourage Russia to pursue diplomacy and engage…
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) November 12, 2025