მარკო რუბიო – ამა თუ იმ გზით ჰორმუზის სრუტე ღია იქნება, იქ მიმდინარე მოვლენები უკანონოა, მსოფლიოსთვის მიუღებელია, აშშ-ის პრეზიდენტი ან კარგ შეთანხმებას დადებს, ან საერთოდ არ დადებს

10:15, 26.05.2026

ჰორმუზის სრუტე ამა თუ იმ გზით ღია იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„იქ მიმდინარე მოვლენები უკანონოა, დაუშვებელია, მსოფლიოსთვის მიუღებელია“, – აღნიშნა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრა ირანთან შეთანხმებაზე და განაცხადა, რომ ამას რამდენიმე დღე დასჭირდება.

„ვფიქრობ, საწყის დოკუმენტში კონკრეტულ ენაზე ბევრი საუბარი მიდის, ამიტომ ამას რამდენიმე დღე დასჭირდება. პრეზიდენტმა გამოხატა სურვილი, მივიდეთ შეთანხმებამდე. ის ან კარგ შეთანხმებას დადებს, ან საერთოდ არ დადებს. დღეს კატარში რამდენიმე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ამიტომ ვნახოთ, შევძლებთ თუ არა პროგრესის მიღწევას“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

მსგავსი