მარკო რუბიო აცხადებს, რომ თანაავტორია კანონის, რომელიც კრძალავს აშშ-ის ნატო-დან გასვლას სენატის ან კონგრესის თანხმობის გარეშე და „ძნელია თქვას, რომ მას მხარს არ უჭერს“
მე ვიყავი კანონის თანაავტორი და ძნელია ვთქვა, რომ არ ვუჭერ მხარს, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის შეკითხვას ორპარტიულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც კრძალავს აშშ-ის ნატო-დან გასვლას სენატის ან კონგრესის თანხმობის გარეშე.
ჯინ შაჰინმა მარკო რუბიოს ჰკითხა: „დაიცავდა თუ არა იგი ამ კანონს, თუ ტრამპი შეეცდებოდა აშშ-ის ნატო-დან გაყვანას?“
„მე ვიყავი კანონის თანაავტორი და ძნელია ვთქვა, რომ არ ვუჭერ მხარს მას, რომლის მიღებაშიც ვეხმარებოდი და რომელზეც, ვფიქრობ, კონგრესს მნიშვნელოვანი როლი აქვს“, – აღნიშნა კითხვის საპასუხოდ რუბიომ.
როგორც რუბიომ აღნიშნა, ტრამპმა უკვე დაასახელა ნატო-ში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არჩეული პრეზიდენტი სერიოზულად უდგება ალიანსს.
რუბიომ ასევე გამოხატა მხარდაჭერა ნატო-ს მიმართ, თუმცა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ უნდა გაზარდოს თავისი თავდაცვითი ბიუჯეტი.