მარკო რუბიო აცხადებს, რომ სირიისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს უკვე აცნობა

01:15, 09.07.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სირიას ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს  სტატუსს უუქმებს.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს უკვე აცნობა და გადაწყვეტილება 45-დღიანი წინასწარი შეტყობინების ვადის გასვლის შემდეგ შევა ძალაში.

„სირიისთვის სანქციების მოხსნა გახსნის საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტიციებს, სირიას მისცემს აღდგენის შანსს და ახალ ფურცელს გადაშლის სირიელი ხალხისთვის“, – აღნიშნა რუბიომ.

რუბიოს განცხადებით, სტაბილური და გაერთიანებული სირია, რომელიც მშვიდობიანად თანაცხოვრობს საკუთარ თავთან და მეზობლებთან, სასარგებლოა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოსთვის.

 

მსგავსი