მარკო რუბიო აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის აშშ-ში ვიზიტი სექტემბერში, გეგმის შესაბამისად შედგება

11:46, 20.07.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის აშშ-ში ვიზიტი სექტემბერში, გეგმის შესაბამისად შედგება.

რუბიოს თქმით, ისეთ ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის, როგორებიც არიან აშშ და ჩინეთი, ყოველთვის იქნება საკითხები, რომლებზეც ვერ შეთანხმდებიან.

„ჩვენ ველოდებით, რომ ეს ვიზიტი სექტემბერში შედგება. ისინი განაგრძობენ თავიანთი ჯგუფების გამოგზავნას მოსამზადებლად. საწინააღმდეგო არაფერი გამიგია. არანაირი საფუძველი არ მაქვს, ვიფიქრო, რომ ისინი არ ჩამოვლენ. როცა არსებობს ორი დიდი, ძლიერი ქვეყანა, როგორებიც არიან შეერთებული შტატები და ჩინეთი, ყოველთვის იქნება გამაღიზიანებელი საკითხები. ყოველთვის იქნება ისეთი რამ, რაზეც ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ვფიქრობ, ისეთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენია, ეს არის ვალდებულება, გავაგრძელოთ საუბარი და შევინარჩუნოთ ურთიერთობა. ეს გვევალება ერთმანეთის, ჩვენი ხალხებისა და მთელი მსოფლიოს წინაშე“, – განმარტა მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა შეხვედრაზე ტრამპის ბრალდებები ჩინეთის მხირდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით, რუბიომ კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ასეთი ტიპის საკითხებს საჯაროდ პრესკონფერენციაზე არასდროს განიხილავს, რადგან ეს დელიკატური თემაა.

მსგავსი