მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო გემებზე თავდასხმის ან მისი მცდელობის შემთხვევაში, თეირანი ნავთობტანკერებს დაკარგავს

09:22, 09.09.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ის სამხედრო გემებზე თავდასხმის ან მისი მცდელობის შემთხვევაში, თეირანი ნავთობტანკერებს დაკარგავს.

„ეს ურთიერთდარტყმები საკმაოდ მარტივად არის გასაგები. ირანი კვლავ ცდილობს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებზე დარტყმას და ყოველ ჯერზე, როცა ისინი ამას გააკეთებენ ან ამის გაკეთებას შეეცდებიან, ტანკერებს დაკარგავენ“, – განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა ირანის ხუთი ნავთობტანკერი გაანადგურეს. კერძოდ, სარდლობის ინფორმაციით, ომანის ყურეში ოთხ ტანკერს დაარტყეს, მეხუთე კი ირანის ხარგის კუნძულთან გაანადგურეს. თავდასხმამდე ტანკერების ეკიპაჟებს გემების დატოვება უბრძანეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აღნიშნული ტანკერები ირანის მრავალმილიარდიანი „ჩრდილოვანი ქსელის“ ნაწილი იყო, რომელიც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა“ და მის რეგიონულ მოკავშირე დაჯგუფებებს აფინანსებდა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, 5 სექტემბერს აშშ-ის ძალებმა ირანის კიდევ სამი ნავთობტანკერი გაანადგურეს მას შემდეგ, რაც 1ირანმა ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმები სცადა.

მსგავსი