მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამერიკული ბომბდამშენების ბრიტანული საჰაერო ბაზიდან გაყვანასა და ირანის სავარაუდო შეთქმულებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკული ბომბდამშენების ბრიტანული საჰაერო ბაზიდან გაყვანასა და ირანის სავარაუდო შეთქმულებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.
„ომის დეპარტამენტი მუდმივად ანაწილებს რესურსებს იქ, სადაც მათი არსებობა საჭიროა. ასევე ხდება რეგულარული როტაციები“, – აღნიშნავს მარკო რუბიო.
მისივე განმარტებით, ტექნიკის სხვადასხვა რეგიონში გადაადგილება სწავლებებისა და ხელახალი განლაგების გამო უჩვეულო არ არის.
„ეკიპაჟები მუდმივად იცვლებიან“, – განმარტავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა, კვლავ ენდობა თუ არა აშშ ბრიტანულ უსაფრთხოებას ამ ბაზაზე და, ასევე ზოგადად.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ ენდობა თავისი ყველა ბაზის უსაფრთხოებას.
„თეორიულად, ყველა ბაზას ნებისმიერ დროს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. სწორედ ამიტომ არის მათ გარშემო ასეთი ძლიერი უსაფრთხოების სისტემა“, – განაცხადა მარკო რუბიომ..
ბომბდამშენები დიდ ბრიტანეთში მდებარე RAF Fairford-ის ავიაბაზაზე იყო განლაგებული. ისინი ბოლო დროს ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის გამოიყენეს. გასულ კვირას ბაზის მახლობლად ხუთი ბრიტანელი მამაკაცი დააკავეს, მათ ტერორისტული აქტების მომზადებაში ედებათ ბრალი. „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აღნიშნული ბაზა მანამდე სამიზნედ დაასახელეს.