მარკო როსი – შევეცდებით, საქართველოსთანაც მაქსიმუმი გავიღოთ #1TVSPORT

10:40, 30.09.2026

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ გულშემატკივრებს პირობა მისცა, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩში მისი გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს.

უნგრეთმა საწყის ორ ტურში, ისევე როგორც საქართველოს ნაკრებმა, მხოლოდ ქულა მოიპოვა და ჩვენთან ერთად ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

„ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასვლით მატჩში (0:0) მეტოქეს ბევრი სივრცე არ დავუთმეთ, თუმცა იყო უზუსტობები დაცვაში და ბურთის ფლობისას, შეტევაში კი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

ახლა, მომდევნო ეტაპზე ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ. შესაძლოა, შედეგით ვიყო უკმაყოფილო, ფეხბურთელების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით კი პრეტენზია არ მაქვს. გოლების ნაკლებობა კი მტკივნეული თემაა.

ეროვნული ნაკრების მიმართ მოლოდინი მაღალია. იმედია, ბიჭები არ დაზარალდებიან იმის გამო, რომ საწყის მატჩებში ეს მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილეთ. შევეცდებით, საქართველოსთანაც მაქსიმუმი გავიღოთ. პარასკევის მატჩი არანაკლებ რთული იქნება – ნაწილობრივ მეტოქის სიძლიერის, ნაწილობრივ კი იმ გარემოებების გამო, რომლებიც თან გვდევს“.

ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უნგრეთის ბუდაპეშტში ესტუმრება. მატჩი „პუშკაშ არენაზე“ 2 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი