მარკო როისი „დორტმუნდში“ კიდევ ხუთი წელი დარჩება
მარკო როისი „დორტმუნდში“ კიდევ ხუთი წელი დარჩება

დორტმუნდის “ბორუსიამ” თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ნახევარმცველ მარკო როისთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ განაცხადა. 28 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. მიმდინარე კონტრაქტს მომავალი წლის ზაფხულში გასდიოდა ვადა.

“ბორუსიას” მაისური 2012 წლიდან მაცვია. ბედნიერი და ამაყი ვარ გამოვაცხადო, რომ გავაგრძელებ მის ტარებას. დორტუნდი – ჩემი სახლია, “ბორუსია” – ჩემი კლუბი! ბავშვობიდან ვოცნებობდი ყვითელ-შავ მაისურზე. ძალიან დამაჯერებლად მოვაწერე ხელი ახალ კონტრაქტს, რათა მკაფიო სიგნალი მიმეცა ჩემი მომავალის შესახებ. იმ ფაქტმა, რომ კლუბი ხშირად მეხმარებოდა ყველაზე რთულ პერიოდებში, დადებითი გავლენა იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე”, – განაცხადა როისმა.

ბორუსიაში” მარკო როისი 2012 წლიდან თამაშობს. სულ ამ კლუბის რიგებში 196 მატჩი ჩაატარა და 92 გოლი გაიტანა, რასაც 61 შედეგიანი პასი ემატება. ამ სეზონში როისმა ტრავმის გამო მხოლოდ შვიდ მატჩში ითამაშა და სამი გოლი შეაგდო.