მარკო პაროლო - ნერეში მცველებისთვის არაპროგნოზირებადია, თუმცა „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში მაინც კვარაცხელია უნდა დარჩეს #1TVSPORT
მარკო პაროლო - ნერეში მცველებისთვის არაპროგნოზირებადია, თუმცა „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში მაინც კვარაცხელია უნდა დარჩეს #1TVSPORT

რომელი ფეხბურთელი უფრო იმსახურებს „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში თამაშს, ხვიჩა კვარაცხელია თუ დევიდ ნერეში, – ამის შესახებ იტალიელმა ექსპერტებმა, ვალონ ბეჰრამიმ და მარკო პაროლომ DAZN-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრეს.

ეს თემა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ წამოიჭრა. „უდინეზესთან“ დავიდ ნერეშმა შესანიშნავად ითამაშა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ვალონ ბეჰრამიმ და მარკო პაროლომ კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრეს და მიანიშნეს, რომ ანტონიო კონტე ნერეშმა ისე მოხიბლა, ქართველის გაყიდვას დიდად არ შეეწინააღმდეგება.

მარკო პაროლო: „კვარა მოედანს დაუბრუნდება, მაგრამ ნერეშმა გვაჩვენა, რომ მის გარეშეც შეუძლია „ნაპოლის“ თამაში, რადგან ბრაზილიელმა გუნდს მრავალფეროვნება შემატა. ახლა მცველებმა უნდა გაიგონ, რას აკეთებს ნერეში, ის არაპროგნოზირებადია. თუმცა, ვფიქრობ, სასტარტო შემადგენლობაში მაინც კვარაცხელია უნდა დარჩეს“.

ვალონ ბეჰრამი: „გასულ კვირას ვთქვი, კონტეს კვარაცხელიას გარეშეც შეუძლია გუნდი ათამაშოს. თუმცა, ქართველი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. შესაძლოა, კვარაცხელია ბურთს მეტად ეხება და თამაშს წამიერად ანელებს, მაგრამ ის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შედის“.