მარკიზიოს ალეგრის შემცვლელად კლოპი სურს
მარკიზიოს ალეგრის შემცვლელად კლოპი სურს

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ პრესასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

იმ შემთხვევაში, თუ ალეგრი იუვეს დატოვებს, ხელმძვანელობას ვურჩევ, რომ ის იურგენ კლოპით ჩაანაცვლოს.

„კლოპს შეტევა უყვარს და პირადად მე სწორედ შემტევ ფეხბურთს ვანიჭებ უპირატესობას. დიბალას გაშვება ტურინელთა მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა იქნება, მსოფლიოში რამდენიმე ფეხბურთელია ისეთი, ვინც მისნაირი ნიჭითიაა დაჯილდოებული. რაც შეეხება იკარდის, არგენტინელი ძალიან მომწონს. თუ მაურო ტურინში გადმობარგდება, ის და დიბალა შესანიშნავ დუეტს შექმნიან“, – განაცხადა იტალიელმა.