მარკეტა გრეგოროვა - ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს, ვავსებთ ფორმებს, რამდენად სწორად არის ყველაფერი ორგანიზებული
მარკეტა გრეგოროვა - ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს, ვავსებთ ფორმებს, რამდენად სწორად არის ყველაფერი ორგანიზებული

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ევროპარლამენტარების წევრები საარჩევნო უბნებზე ვითარებას აკვირდებიან.

როგორც გრეგოროვა ამბობს, სხვადასხვა უბანზე აკვირდებიან პროცესებს, მათ შორის ხელმისაწვდომია თუ არა ხმის მიცემისთვის საჭირო ნივთები და რამდენად დაცულია კოვიდრეგულაციები.

„ჩვენ აქ ევროპარლამენტიდან საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ვიმყოფებით. დღეს ჩვენ უკვე ვიყავით ოთხ ადგილას და კიდევ ვეწვევით მრავალ საარჩევნო უბანს. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს და ვავსებთ ფორმებს, ორგანიზებულია თუ არა ყველაფერი სწორად, დაცულია თუ არა კოვიდრეგულაციები, ხელმისაწვდომია თუ არა ხმის მიცემისთვის საჭირო ნივთები და ასე შემდეგ“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ჟურნალისტებმა ევროპარლამენტარს ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და იქონიებს თუ არა ეს ფაქტი გავლენას ქვეყანაზე, რაზეც გრეგოროვამ განაცხადა:

„ამასთან დაკავშირებით უამრავი რამ უცნობია. ასე რომ, მოდით დაველოდოთ, ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.