მარკეტა გრეგოროვა - შევახსენებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს სურვილი ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით, ეს მოიცავს დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას, მათ შორის, თავისუფალ მედიას
მარკეტა გრეგოროვა - შევახსენებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს სურვილი ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით, ეს მოიცავს დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას, მათ შორის, თავისუფალ მედიას

შევახსენებ საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს სურვილი ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით, ეს მოიცავს დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას, კანონის უზენაესობას, სასამართლო დამოუკიდებლობას და ფუნდამენტურ თავისუფლებას, მათ შორის, თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, – ამის შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს.

როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, საქართველოში მედიის ვითარება სავალალოა.

„ჟურნალისტებს ძალადობრივად ესხმიან თავს უპრეცედენტო რაოდენობით. არსებობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარისა და დევნის შემთხვევები. მრავალი კრიმინალური გამოძიებაა დაწყებული მედიაში დასაქმებულთა და მფლობელთა წინააღმდეგ. ამასთან, იმედგაცრუებული ვარ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან მედიაზე ნადირობას, ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების სვეტი.

ამასთან, მე შევახსენებ საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს მათი სურვილი ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით, ეს მოიცავს დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას, კანონის უზენაესობას, სასამართლო დამოუკიდებლობას და ფუნდამენტურ თავისუფლებას. მათ შორის თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას. კანდიდატის სტატუსი არაა ცალმხრივი შეთანხმება. ჩვენ გვსურს თქვენი მოქალაქეების სურვილების შესრულება, თქვენ გსურთ? თუ კი, მაშინ გჭირდებათ გარკვეული სტანდარტების შენარჩუნება“, – განაცხადა გრეგოროვამ.