მარკეტა გრეგოროვა - იმედი მაქვს, მოლაპარაკებები, რომელიც საქართველოში მმართველ და ოპოზიცურ პარტიებს შორის ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს, პროგრესს მოიტანს
მარკეტა გრეგოროვა - იმედი მაქვს, მოლაპარაკებები, რომელიც საქართველოში მმართველ და ოპოზიცურ პარტიებს შორის ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს, პროგრესს მოიტანს

იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები, რომელიც მმართველ და ოპოზიცურ პარტიებს შორის საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს, პროგრესს მოიტანს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, ახალი საარჩევნო სისტემა ხალხის სურვილის შედეგად შექმნა, ეს იყო მოლაპარაკებების შედეგი.

„ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ საბოლოო ჯამში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, რომელიც დემოკრატიული არჩევნების საფუძველია. იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები, რომელიც მმართველ და ოპოზიცურ პარტიებს შორის საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს, პროგრესს მოიტანს. ამასთან, მე გამოვხატავ მწუხარებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებების ისევ მე-5 კვირის შემდგომ ნიშანდობლივი დაყოფაა პარტიებს შორის. მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ იმოქმედონ და შეთანხმებას მიაღწიონ. სულ ცოტა დრო დარჩება იქამდე, როდესაც პარლამენტარები დაიკავებენ თავიანთ ადგილებს და მათ ეს ადგილები უნდა დაიკავონ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებობდეს ჯანსაღი, მრავალფეროვანი და პლურალური პარლამენტი“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.