მარკეტა გრეგოროვა - მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციის შესრულება, ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა შეფასებებს გაითვალისწინებს და შემოდგომაზე ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება
მარკეტა გრეგოროვა - მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციის შესრულება, ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა შეფასებებს გაითვალისწინებს და შემოდგომაზე ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება

მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციის შესრულება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შეფასებისას საქართველოს ყველა რეკომენდაცია შესრულებული ექნება.

„ვიცი, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებულია, თუმცა ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასება, რომ ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არ არის შესრულებული. ეს არის მხოლოდ დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა ამ შეფასებებს გაითვალისწინებს და შემოდგომაზე, როცა ევროკომისია ამას შეაფასებს, ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

მისივე თქმით, ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოება საქართველოსთვის მომგებიანია.

„ევროკავშირიდან ვარ და ვისურვებდი, საქართველო იქ მენახა. ეს უკეთესობისკენ არის. ვფიქრობ, წევრობისკენ გზაც ძალიან გონივრულია, რადგან ევროკავშირი სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნებით სავსე და ეკონომიკურად ერთ-ერთი ძლიერი ბლოკია. ასე რომ, ერთმანეთთან დაახლოება მხოლოდ მომგებიანი მდგომარეობაა საქართველოსთვის, მხოლოდ გზაც კი ძალიან სასარგებლოა“, – აღნიშნა გრეგოროვამ.