მარკეტა გრეგოროვა - გავეცანი „ქართული ოცნების“ გეგმას კომისიის მიერ გაწერილი 12 პირობის შესასრულებლად, ბედნიერი ვარ, რომ არის გეგმა და პოლიტიკური ნება
მარკეტა გრეგოროვა - გავეცანი „ქართული ოცნების“ გეგმას კომისიის მიერ გაწერილი 12 პირობის შესასრულებლად, ბედნიერი ვარ, რომ არის გეგმა და პოლიტიკური ნება

გავეცანი „ქართული ოცნების“ გეგმას კომისიის მიერ გაწერილი 12 პირობის შესასრულებლად, ბედნიერი ვარ, რომ არის გეგმა და პოლიტიკური ნება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა. ევროპარლამენტარის კომენტარს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

„მე განვიხილავ საკმაოდ პოზიტიურად და ვთვლი, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი. მე გავეცანი „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ გეგმას კომისიის მიერ გაწერილი 12 პირობის შესასრულებლად. მომეწონა, რომ გათვალისწინებულია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და ოპოზიციის მონაწილეობა. დიდი იმედი მაქვს, რომ პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება, ნამდვილად ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას“, – აღნიშნა ევროპარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, მთავრობა, სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია პროცესში ჩართული უნდა იყოს და ერთად იმუშაონ.

„შეიძლება, იმპლემენტაციის პროცესში პრობლემებს გადავაწყდეთ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გეგმა არის და არის პოლიტიკური ნება, რადგან ამას ველოდებოდით. მე მოვუწოდებდი ყველას რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობისკენ. რაც გეგმის მიხედვით წერია, ძალიან კარგად გამოიყურება ფურცელზე. მე ისიც ვიცი, ვიმეორებ, რომ პრაქტიკაში სირთულეები შეიძლება, იყოს. ოპოზიციამაც უნდა აჩვენოს მზადყოფნა, სხვა შემთხვევაში, ანუ თუ ყველა არ იქნება მზად, გეგმა ფურცელზე დარჩება და ამის ნახვა მე არ მსურს. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაც ჩაერთვება“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.