მარკეტა გრეგოროვა - ელენე ხოშტარიას დაკავება საქართველოს დემოკრატიის დაცემის კიდევ ერთი შემაშფოთებელი ნაბიჯია
მარკეტა გრეგოროვა - ელენე ხოშტარიას დაკავება საქართველოს დემოკრატიის დაცემის კიდევ ერთი შემაშფოთებელი ნაბიჯია

ელენე ხოშტარიას დაკავება და დაპატიმრება საქართველოს დემოკრატიის დაცემის კიდევ ერთი შემაშფოთებელი ნაბიჯია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ დებატებზე განაცხადა

გრეგოროვას თქმით, ხოშტარია კვლავ ერთ-ერთია იმ მრავალ ადამიანს შორის, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების მსხვერპლია.

„ელენე დაკავებულია მმართველი პარტიის საწინააღმდეგო საპროტესტო შეტყობინებების დაწერის გამო და ახლა მას წლობით პატიმრობა ემუქრება. ის კვლავ ერთ-ერთია იმ მრავალ ადამიანს შორის, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების მსხვერპლია. ეს სრულ დემოკრატიულ ეროზიად და ანტიდემოკრატიული ძალების კონსოლიდაციად იქცა.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტში განიხილება კიდევ ერთი კანონი, რომელიც ელემენტარულ აქტივიზმსაც კი კრძალავს. ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს პასუხისმგებელ პირებს მიზნობრივი სანქციებით. არ მაინტერესებს, თუ ორი წევრი სახელმწიფო ამას საბჭოში დაბლოკავს – დანარჩენ 25-ს რა უშლის ხელს? წინააღმდეგ შემთხვევაში, სიჩუმე და უმოქმედობა მხოლოდ ანტიდემოკრატიულ ძალებს ამხნევებს და საშიშ სიგნალს აგზავნის, რომ ევროპა ყოფილი კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეთა რეპრესიას შედეგების გარეშე ითმენს“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.